შუახევის მუნიციპალიტეტის სოფლებში, მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებების მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
ინფრასტრუქტურული სამუშაოები 40-ზე მეტ ლოკაციაზეა დაგეგმილი, რამდენიმე ლოკაციაზე უკვე დასრულდა.
მიმდინარე სამუშაოები, შუახევის მერმა ომარ ტაკიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი კეკელიძესთან და თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, სოფელ ფურტიოში დაათვალიერა.
ფერსამაგრი კედლების მოწყობა გეოლოგიური დასკვნის საფუძველზე, მეწყერსაშიშ ზონებში პრევენციული ღონისძიებების გატარების მიზნით ხორციელდება, რაც ხელს შეუწყობს საცხოვრებელი სახლებისა და გზების დამეწყვრის რისკის შემცირებას.
2022 წელს, მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებებზე 552 000 ლარია გათვალისწინებული.