სოფლად მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება. დღეს, მორიგი შეხვედრები გაიმართა სოფელ დარჩიძეებისა და მახალაკიძეების მოსახლეობასთან.
შეხვედრები, რეგიონის მასშტაბით აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ინიციატივით იმართება და მისი მიზანია, სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის მიმდინარე და დაგეგმილი პროგრამების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, სოფელში არსებული გამოწვევების ადგილზე გაცნობა და ადგილობრივებთან ერთად, მათი მოგვარების გზებზე ერთობლივი მსჯელობა.
მოსახლეობასთან შეხვედრებს, შუახევის მერის პირველი მოადგილე, მირიან აბაშიძე, აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზურაბ თენიეშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე, როსტომ ლორთქიფანიძე და თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.