აჭარის დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამის ფარგლებში, შუახევის მუნიციპალიტეტის დაბაში ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობის და წყალარინების სისტემის მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართა.
შუახევის დაბაში წყალარინების თანამედროვე ინფრასტრუქტურის შექმნის და ჩამდინარე წყლების გასაწმენდად, დაგეგმილია ხელოვნური ჭაობის მოწყობა. ხელოვნური ჭაობის გამწმენდი მცენარეები ევროპაში ფართოდაა გავრცელებული და სრულად აკმაყოფილებს ევროკავშირის ჩამდინარე წყლების ზედაპირულ წყლებში ჩაშვების და გარემოსდაცვით მოთხოვნებს.
სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა ღია ფორმატის იყო და მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს ჰქონდა.