შუახევის მერმა, ომარ ტაკიძემ, მოადგილეებთან ერთად, მერიის სამსახურის ხელმძღვანელ პირებთან და სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებთან, საზაფხულო იალაღებზე, მთის სეზონის გახსნასთან დაკავშირებულ საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გამართა.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ჩირუხისა და გომის მთის მიმართულებით გზები გახსნილია. გზის გაწმენდითი სამუშაოები უახლოეს დღეებში დასრულდება მაწყვალთისა და სანალიას მთის მიმართულებით.
ელექტროენერგია შეუფერხებლად მიეწოდება ჩირუხის მთის მოსახლეობას. ელექტრო გადამცემი ქსელის, აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს თაგინურის, ღომას მთის მიმართულებით. უმოკლეს დღეებში ყველა მთა უზრუნველყოფილი იქნება ელექტრომომარაგებით.
მოიალაღეებს, სეზონის დასრულებამდე მოემსახურება თსპ ექთანი და პერიოდულად მოხდება ამბულატორიისა და ვეტერინარი ექიმების გასვლა.
ამოქმედდება, საზაფხულო იალაღებზე მგზავრთა უფასო მომსახურების პროგრამა, რითაც ადგილობრივებთან ერთად, ტურისტებიც ისარგებლებენ.