შუახევში, საგნობრივ კონკურსებში გამარჯვებული მოსწავლეების, მასწავლებლებისა და სკოლების საზეიმო დაჯილდოება გაიმართა.
დაჯილდოების ცერემონიალს, შუახევის მერი, ომარ ტაკიძე, საკრებულოს თავმჯდომარე, როსტომ ლორთქიფანიძე, რესურსცენტრის ხელმძღვანელი, ედუარდ გოგრაჭაძე და თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ომარ ტაკიძემ, წარმატებულ მოსწავლეებსა და პედაგოგებს კონკურში გამარჯვება მიულოცა და წარმატება უსურვა.
კონკურსი, სამოქალაქო განათლებაში, ისტორიაში, გეოგრაფიასა და ინგლისურ ენაში, მერიის მხარდაჭერითა და რესურსცენტრის ორგანიზებით ჩატარდა, სადაც საჯარო და საქართველოს საპატრიარქოს ხიჭაურის წმიდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის სკოლის 863 მოსწავლე მონაწილეობდა.
საპრიზო ადგილზე გასულ 25 მოსწავლეს სიგელი და ბიბლუსის ვაუჩერი, ხოლო სკოლებს, მასწავლებლებს, რესურსცენტრისა და თვითმმართველობის წარმომადგენლებს მადლობის ბარათები გადაეცათ.