შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის აქტიური ჩართულობით, მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი, გერმანული ფონდის ,,პური მსოფლიოსთვის“ ფინანსური მხარდაჭერითა და ,,აჭარისწყალი ჯორჯიას“ თანამონაწილეობით ახორციელებს პროექტს ,,ჩართულობა და სასოფლო თემის განვითარება“.
პროექტის ფარგლებში, გამართულ შეხვედრას, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტისა და საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე, განიხილეს პროექტთან დაკავშირებული საკითხები , რომლის ფარგლებშიც სოფელ ნიგაზეულში, ფურტიოსა და ტაკიძეებში, გარე განათების მოწყობითი სამუშაოები განხორციელდება.