შუახევის მერის, ომარ ტაკიძის ინიციატივით, მერის სათათბირო ორგანო - ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო შეიქმნა.
კონკურსის წესით შერჩეული 22 წევრი, მერის უფლებამოსილების ვადამდე განახორციელებს ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარებას, დაგეგმვას.
საბჭოს წევრებს, დღეს შუახევის მერი, ომარ ტაკიძე, მოადგილეებთან ერთად შეხვდა. სათათბირო ორგანოს მუშაობის სტრუქტურა, მიზნები გააცნო და წარმატებული თანამშრომლობა უსურვა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრის შემდეგ, ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე აირჩიეს. დღეიდან, მერის ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭოს დიანა ქამადაძე უხელმძღვანელებს.
ახალგაზრდული საბჭოს შექმნის მიზანია, მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული ახალგაზრდების ინტერესები და საჭიროებები მუნიციპალიტეტის საქმიანობაში.