შუახევის მერიაში, ინფრასტრუქტურული ღონისძიებების მიმღები კომისიის სხდომა გაიმართა, სადაც მიმდინარე წლის ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობასა და დაგეგმილ ღონისძიებებზე იმსჯელეს.
სამუშაო შეხვედრას, შუახევის მერი ომარ ტაკიძე, მოადგილეები, მირიან აბაშიძე, გურამ ზოიძე და ინფრასტრუქტურული ღონისძიებების მიმღები კომისიის წევრები ესწრებოდნენ.
მოსახლეობის საჭიროებებიდან გამომდინარე დაგეგმილი პროექტები, მუნიციპალიტეტის მასშტაბით აქტიურად და გეგმის მიხედვით ხორციელდება.
მიმდინარეობს, შიდა სასოფლო გზების, ფერდსამაგრი კედლების მშენებლობა, დაბის, სოფლებისა და მთების კეთილმოწყობა, რეაბილიტაცია უტარდება ამბულატორიებსა და სპორტულ მოედნებს. აშენდება ორი ახალი საბავშვო ბაღი. მიმდინარე წელსაც გრძელდება მთების ელექტროფიკაცია, მოსაცდელების მშენებლობა, სარწყავი არხების რეაბილიტაცია.
პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, განახლებული რეგიონების პროგრამის ფარგლებში, კულტურის ცენტრის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია. სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, ასევე ცენტრალურ სტადიონზე.
შეხვედრაზე, ერთობლივად იმსჯელეს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების კიდევ უფრო დაჩქარების მექანიზმზე. აღინიშნა, რომ თითოეული პროექტის მიმდინარეობისას აუცილებელია აქტიური მონიტორინგი, მოსახლეობის ჩართულობა.