ა(ა)იპ ,,ბათუმის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრის" წარმომადგენლებმა, საინფორმაციო შეხვედრა გამართეს შუახევის მუნიციპალიტეტის, მერის პირველ მოადგილესთან, მირიან აბაშიძესთან, საკრებულოს თავმჯდომარე, როსტო ლორთქიფანიძესთან და საჯარო მოხელეებთან.
შეხვედრაზე ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობაზე, რომლის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ინფორმაციის, კონსულტაციის, მხარდაჭერის და გადამისამართების სერვისის სწორად მიწოდება, რათა შშმ პირებმა დამოუკიდებლად შეძლონ იმ სერვისებისა და სიკეთეების მიღება, რაც მათ სჭირდებათ დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის.